საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრებად სუბსიდირებული ფრენები დაინიშნა | განრიგი

პუბლიკა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად მორგებული სუბსიდირებული ჩარტერული ფრენები დაინიშნა. ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • 29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 12:00;
  • 29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 19:00;
  • 30 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 04:30;
  • 2 ივლისი კიოლნი-თბილისი, გამოფრენა 15:00.

აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ მგზავრები რეგისტრაციაზე, შესაბამის აეროპორტებში, 3 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ.

მათი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა თბილისიდან კიოლნში გამგზავრებისას, სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, თან უნდა იქონიონ საქართველოს ნაკრების ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები.