NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
ინფორმაციას Reuters დასავლეთ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ მიუხედავად თავდაპირველად ალიანსის წევრების უარისა იენს სტოლტენბერგის წინადადებაზე უკრაინის დაფინანსების მრავალწლიან გარანტიებთან დაკავშირებით, გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ კონსესუსი შედგა.
,,როიტერი” წერს, დომ გადაწყვეტილებას ოფიციალურად, სავარაუდოდ, NATO-ს 75-ე სამიტზე გამოაცხადებენ.
სამიტი 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება.