დანიგანი წვრთნების გადადებაზე: გაუგებარი არ არის, მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა

პუბლიკა

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი ,,ღირსეული პარტნიორის” წვრთნების გაურკვეველი ვადით გადადებაზე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა, თუმცა არ არის გაუგებარი.

ელჩის თქმით, ორ ქვეყანას შორის მინდინარეობს ურთიერთობების გადახედვა.

ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის, ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრეთ და სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა, შესაბამისად, ამ კონტექსტში მოხდა აღნიშნული წვრთნების გაუქმება, რადგან ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრებისგან და ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა. სწორედ ამიტომ სამწუხაროა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები დაბალანსდება”, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა გუშინ გაავრცელა გადწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო.

შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სწავლებებს „ღირსეული პარტნიორი“, რომელთა ჩატარებაც  2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი.

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღეს თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება არის ,,გაუგებარი”.