„შემოყვანილია ცეცხლნასროლი ჭრილობით ორივე წვივსა და ტერფზე" - ექიმი კურიერზე

პუბლიკა

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმი აცხადებს, რომ დაჭრილ კურიერს სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანება არ აქვს, თუმცა მას ჭრილობები მიყენებული აქვს წვივისა და ტერფის მიდამოებში.

„პაციენტი შემოყვანილია ცეცხლნასროლი ჭრილობით ორივე წვივის და ტერფის მიდამოში. ჭრილობები სისხლმდენი იყო, მოხდა პირველადი ქირურგიული დამუშავება. ჭრილობა გამავალია, ტყვიის არსებობა იქ არ დადასტურდა. დღეს მზადდება პაციენტი, წინასაოპერაციო კვლევები ტარდება, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ შედგება რეკონსტრუქციული ოპერაცია. კონტაქტურია, სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანება არ აქვს”, – განაცხადა მან.

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე გლოვოს კურიერი გუშინ დაჭრეს –  საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ოჯახის ინფორმაციით, მას ჯერ სცემეს, შემდეგ კი 3-ჯერ ესროლეს.