სამნიძის თქმით, მისი პარტია შესაძლოა „ახალთან”, „ლელოსთან”, „დროასთან” და „გირჩთან” გაერთიანდეს

პუბლიკა

„რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, მისი პარტია შესაძლოა „ახალთან”, „ლელოსთან”, „დროასთან” და „გირჩთან” გაერთიანდეს.

სამნიძის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როგორი იქნება საბოლოო კონფიგურაცია.

„დაიწყო მოლაპარაკებები, რა პროცესშიც „რესპუბლიკური პარტიის” სახელით ვერთვები. ჩავერთვები საარჩევნო პროცესში, დავგეგმავთ კამპანიას. ძალიან მალე გახდება ცნობილი, თუ სად, რომელ პოლიტიკურ ცენტრში იქნება „რესპუბლიკური პარტია” – ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ჩართული ვიქნებით მეორე პოლიტიკურ ცენტრში, რომლის ფარგლებში განიხილება „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „გირჩი“, – განაცხადა სამნიძემ.