დავითულიანი რუსულ კანონზე: იმხელა არაადეკვატური რეაქცია მოჰყვა აშშ-ს მხრიდან, ღირდა მიღება

პუბლიკა

„ქართული ოცნების” დეპუტატი, ბექა დავითულიანი რუსულ კანონზე ამბობს, რომ კანონის მიღებას „იმხელა არაადეკვატური რეაქცია მოჰყვა აშშ-ს მხრიდან, რომ ღირდა მიღება”.

მისი თქმით, ასევე არაადეკვატური და არაპროპორციული რეაქციებია „ბევრი სხვა დასავლური პოლიტიკური ინსტიტუტებისგან”.

დავითულიანი ამბობს, რომ დარწმუნდა, რომ კანონის მიღება აუცილებელი იყო.

„ახლა უნდათ, რომ დაგვსაჯონ და ეს კიდევ ერთხელ მაძლევს იმის რწმენას, აქამდე თუ ეჭვი მეპარებოდა, ღირდა თუ არა, ამ კანონის მიღების დროსაც ვფიქრობდი, რომ ეს იმდენ ხმაურს გამოიწვევდა, იქნებ არ ღირდეს-მეთქი, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ღირდა, იმიტომ, რომ იმხელა არაადეკვატური და არაპროპორციული რეაქცია მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ბევრი სხვა დასავლური პოლიტიკური ინსტიტუციის მხრიდან, რომ ვხვდები, რომ ეს მათ ხელში, ვიღაცების, ნამდვილად იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი შიდა პროცესებზე ზემოქმედების”, – თქვა ბექა დავითულიანმა.