აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეია „ქართული ოცნების” ქალ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ პლატფორმა X-ზე განცახდებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ქმედებები აფერხებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
„ქართული ოცნების” ქალ ლიდერებს დემოკრატიული ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ვესაუბრე. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, თუმცა „ქართული ოცნების” ქმედებებმა ამ მიზნისკენ პროგრესი შეაფერხა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტროს ანტიდემოკრატიული ქმედებები და ანტიამერიკული დეზინფორმაცია”, – წერს ის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული გზის ლიდერობისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი იმის დადასტურებაა, რომ ამერიკისათვის მნიშვნელოვანია ქართველ ხალხთან სიღრმისეული პარტნიორობა და აშშ კვლავაც გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას.
მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების საკმაო გამოწვევებით აღსავსე ანტიდემოკრატიულმა ცვლილებებმა საფრთხის ქვეშ ჩააგდო ქვეყნის ევროატლანტიკური გზა, რომელიც ქართველის ხალხის ნებას გამოხატავს.