EU: ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

პუბლიკა

ევროკავშირის საგარეო მოქმედების სერვისმა (EEAS) განიხილა იმ პროექტების ნაწილი, რომლითაც საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

EEAS-ის ცნობით, ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) საქართველოში 2008 წლიდან მოქმედებს.

მონიტორინგის მისიის ფარგლებში საქართველოში 2008-2024 წლებში 345 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა, ხოლო 2023-2024 წლის ბიუჯეტი 47 მილიონ ევროზე მეტია.
მონიტორინგის მისიის მიზანია:

  •  ხანგრძლივი სტაბილურობის შენარჩუნება და საომარი მოქმედებების თავიდან აცილება;
  •  ხელი შეუწყოს უსაფრთხო, ნორმალურ ცხოვრებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები თემებისთვის;
  • კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბება.

საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერების ფარგლებში 2021-2023 წლებში საქართველოზე 62 მილიონი ევრო დაიხარჯა, თუმცა აღნიშნული 2024 წლისთვის შეჩერებულია.

საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ევროკავშირისგან საქართველოს გადაეცა:

  • ორი სრულად ეკიპირებული გადასატანი სამედიცინო დაწესებულება;
  •  სამედიცინო აღჭურვილობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში;
  • 42 სატვირთო მანქანა;
  •  96 ინდივიდუალური და 17 ჯგუფური ტიპის საინჟინრო ნაკრები;
  • კიბერუსაფრთხოების ტრენინგები და ვარჯიშები.

„ევროკავშირის ერთგულება, დადგეს ქართველი ხალხის გვერდით და გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება უცვლელი რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – ნათქვამია EEAS-ის განცხადებაში.