მოტოციკლეტებს და მოპედებს ბასლეინში მოძრაობის უფლება ექნებათ

პუბლიკა

მოტოციკლეტებს და მოპედებს (გარდა 3-თვლიანისა) ბასლეინში მოძრაობის უფლება ექნებათ.

შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის.

კანონის განმარტებით ბარათში წერია:

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს. ამასთან, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა”.

ბასეინში მოძრაობის უფლება არ აქვთ ჩვეულებრივ მანქანებს.

ამ ზოლში მოძრაობა დაშვებულია M1 კატეგორიის ტაქსებისთვის.

ცვლილებების ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი და ნოდარ ტურძელაძე.