NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში წერს, რომ NATO მხარს უჭერს საქართელოს სუვერენიტეტს, პარტნიორობის ერთგულია და მთავრობას მოუწოდებს, დააჩქაროს რეფორმები.
„NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ერთგულია ხანგრძლივი პარტნიორობისა და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დააჩქაროს რეფრმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და საქართველოს ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისწრაფებების ხელშესაწყობად“, – წერს ის.