პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ახალი ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ ქართული ოცნება კიდევ ,,სულ მცირე 12 წელი არცერთი არჩევნების წაგებას არ აპირებს”.
,,პარტიის დაფუძნებიდან 12 წლის თავზე, „ქართულ ოცნებას“ ექნება საკუთარი, თანამედროვე ოფისი, რაც უტყუარი ნიშანია, რომ სულ მცირე, 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ”, – თქვა მან.
კობახიძის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოცნების სლოგანია: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ.
,,ქართველი ხალხის სიბრძნისა და გამოცდილების წყალობით, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს საქართველოს მშვიდობიანი და ღირსეული ევროპული მომავალი. 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ, უკვე მეცხრედ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რაც არის ერთადერთი უალტერნატივო გზა საქართველოს წინსვლისა და განვითარებისათვის”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.