21% ამბობს, რომ „ოცნება" მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას — კავკასიის ბარომეტრი

პუბლიკა

ორგანიზაცია CRRC-ის კვლევა „კავკასიის ბარომეტრი 2024″-ის თანახმად, კითხვაზე, საქართველოში მოქმედი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – მოქალაქეთა 21% პასუხობს, რომ „ქართული ოცნება”.

31% ამბობს, რომ ასეთი პარტია არ არსებობს.

22%-მა პასუხზე უარი თქვა.

პასუხები ასე განაწილდა:

  • ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო [ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე] – 21%
  • ახალი [ნიკა მელია, ნიკა გვარამია] – 3%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა [ლევან ხაბეიშვილი] – 3%
  • გირჩი – მეტი თავისუფლება [ზურაბ ჯაფარიძე] – 1%
  • ლეიბორისტული პარტია [შალვა ნათელაშვილი] – 1%
  • ლელო საქართველოსთვის [მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი] – 1%
  • საქართველოსთვის [გიორგი გახარია] – 1%
  • ანა დოლიძე – ხალხისთვის [ანა დოლიძე] – 1%
  • გირჩი [იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი] – 1%
  • სტრატეგია აღმაშენებელი [გიორგი ვაშაძე] – 1%
  • კონსერვატიული პარტია [ზვიად ძიძიგური] – 1%
  • კონსერვატიული მოძრაობა „ალტ ინფო“ [კონსტანტინე მორგოშია, შოთა მარტინენკო] – 1%
  • ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები [ალეკო ელისაშვილი] – 1%
  • ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის [გიგა ბოკერია, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი] – 1%
  • სხვა – 2%
  • ასეთი პარტია არ არსებობს – 31%
  • არ ვიცი – 8%
  • უარი პასუხზე – 22%

კითხვაზე, ენდობიან თუ არა პოლიტიკურ პარტიებს, მოქალაქეთა 22% პასუხობს, რომ საერთოდ არ ენდობა მათ.

სხვა პასუხები ასე განაწილდა;

  • უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა – 24%;
  • არც ვენდობი და არც არ ვენდობი – 35%;
  • უფრო ვენდობი, ვიდრე არ ვენდობი – 9%;
  • სრულად ვენდობი – 3%
  • არ ვიცი – 6%
  • უარი პასუხზე – 1%.

CRRC-იმ კვლევის საველე სამუშაოები 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 1 509 რესპონდენტი – საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა. გამოკითხვის მეთოდი – კომპიუტერის მეშვეობით პირისპირი გამოკითხვა (CAPI).