ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა

პუბლიკა

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა მოიწონა პრეზიდენტის განკარგულება ციხელაშვილის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ქეთევან ციხელაშვილს როტაციის ვადა ამოეწურა. როტაციის წესით სამუშაო მივლინების თითოეული ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისათვის 4 წელია.

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად 2020 წელს დაინიშნა. იქამდე მას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი ეკავა.

ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება ავსტრიაში საქართველოს ახალი ელჩი.