მადუროს 51%-იანი გამარჯვების გამოცხადების შემდეგ ვენესუელაში საპროტესტო აქციები დაიწყო

პუბლიკა

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომელშიც ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა.

BBC-ის ცნობით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

პროტესტის ნიშნად ვენესუელის დედაქალაქ კარაკასისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

ვენესუელაში, საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, ხელისუფლებაში მყოფმა მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. მან არჩევნებში ხმების 51% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, ედმუნდო გონსალესმა 44%. ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა და გონსალესმა ამომრჩეველთა ხმების 70% მოიპოვა.

ნიკოლას მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს