თბილისის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანზე, „გუდვილის” მიმდებარე ხიდზე, 2 აგვისტოდან ორი კვირის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
„აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმაკეტ „გუდვილის” მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება”, – წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.