შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, დააკავეს 1989 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე რ.პ.
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ბრალდებულმა, თბილისში სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებულ კრიპტომატში ლამინირებული 100 ლარიანი კუპიურის გამოყენებით, საკუთარ კრიპტოვალუტის საფუძველზე – ჯამში 30 900 ლარის ჩარიცხვა განახორციელა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულს სპეციალური ნიღაბი და ხელთათმანები ეკეთა, რათა მისი იდენტიფიცირება ვერ მომხდარიყო“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად რ.პ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტა სრულად ამოიღო, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნიღაბი და ხელთათმანი.
გამოძიება დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.