სენაკში, მდინარე ტეხურში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, ის მდინარეზე მეგობრებთან ერთად იყო და წყლიდან ამოყვინთვა ვერ შეძლო. შემთხვევა გუშინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.