4 სექტემბრის დღის ბოლოდან ამინდი უარესდება | სააგენტოს პროგნოზი

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 სექტემბრის დღის ბოლოდან 6 სექტემბერს დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე  საშუალო).