ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმიანება და „ოცნებას“ მოუწოდებს, გაიწვიოს ანტი ლგბტ კანონი.
„ვინც სიძულვილს თესავს, ძალადობას მოიმკის.
კესარია აბრამიძე მოკლეს. მეორე დღეს, რაც პარლამენტმა ანტი ლგბტი კანონი მიიღო.
ღრმად შოკირებული ვარ და მოვუწოდებ მმართველ პარტია „ქართულ კოშმარს, დაუყოვნებლივ გაიწვიონ სამარცხვინო კანონი“, – წერს ის.
ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს.
გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. „პუბლიკისთვის“ შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.