ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მორიგ შედეგებს ასაჯაროებს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით ასე ნაწილდება:
- „ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა“ – 32.3%
- „ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 20%
- „კოალიცია ცვლილებებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.9%
- გახარია – საქართველოსთვის“ – 10.5%
- „ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ – 9.3%
- „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) – 6%
- „ლეიბორისტული პარტია“ – 5.1%
- „პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო“ – 3.6%
- „ჩვენ – დავით ქაცარავა“ – 1.5%
- სხვა პარტიები – 0.8%
ტელეკომპანია „ფორმულას“ მიხედვით, კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. შესაძლო ცდომილება არის +/–2.5%, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 1-დან 15 სექტემბრამდე შუალედში.