POLITICO: თუ „ოცნება" ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს უვიზო რეჟიმის შეჩერებაც განიხილება

პუბლიკა

ევროკომისიის პრესსპიკერი Politico-სთან საუბარში აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნება” ამჟამინდელ ტრაექტორიას გააგრძელებს, ევროკავშირში საქართველოს შესახებ „ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის სქემის პოტენციური შეჩერება”.

„ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დიალოგისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს მოეთხოვებოდა შეესრულებინა კონკრეტული კრიტერიუმები, მათ შორის უზრუნველყო ფუნდამენტური უფლებების დაცვა და დისკრიმინაციის შეჩერება”, – აღნიშნავს პრესსპიკერი.

მისივე განცხადებით, შეფასება მოხდება მოვლენების იმგვარი განვითარების შემთხვევაში, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას შენგენის ზონის შიდა უსაფრთხოებას, ასევე, საქართველოში შემდგომი დემოკრატიული უკუსვლის შემთხვევაში.