ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს „გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეს" ულოცავს

პუბლიკა

ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს „გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეს” ულოცავს.

30 სექტემბერი აფხაზეთმა „დამოუკიდებლობის დღედ” გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა და სეპარტისტულმა ძალებმა ტერიტორიაზე ფაქტობრივი კონტროლი დაამყარეს.

წარსულში პუტინი აფხაზეთის და ცვინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმებს „დამოუკიდებლობის დღეს” არ ულოცავდა.

„რუსეთ-აფხაზური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე დაყრდნობით. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში. რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხის აქტიურ დახმარებას სახელმწიფო განვითარების პრობლემების გადაჭრაში. გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს, ხოლო თქვენს ყველა მოქალაქეს – მშვიდობასა და კეთილდღეობას“. – ნათქვამია მილოცვაში, რომელიც ვლადიმირ პუტინმა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას გაუგზავნა.