ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრები საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ დაშინებისა და ზეწოლის შესახებ საგანგაშო ცნობებს იღებენ. მათი თქმით, ეს ცნობები მიუთითებს, რომ მმართველი პარტია ემზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოსაპარად.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს მოიცავს მასობრივი დაშინების კამპანიას ოპოზიციონერი კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, მათ შორის ოჯახების დაშინებას, თუ ოფისების დაზიანებას.
„ასევე იყო ფიზიკური თავდასხმები ოპოზიციონერ აქტივისტების წინააღმდეგ. ამომრჩევლებს ასევე აშინებენ ცრუ ინფორმაციით გავრცელებით, რომ „მთავრობა გაიგებს, ვის მიეცით ხმა და ამას შედეგები მოჰყვება”, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მათი კენჭისყრის ფარულობას. ე.წ. უცხოური აგენტების კანონის ამოქმედებამდე, ანტიკორუფციული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებით არჩევნებზე დამკვირვებელ ბევრ ადგილობრივ ორგანიზაციას ხელს უშლიან მათი საქმიანობის განხორციელებისგან
და ბოლოს, როგორც ჩანს ამ ბოლოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა. ამგვარმა ქმედებებმა შექმნა ისეთი წინასაარჩევნო გარემო, რომელშიც ძალიან რთულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები აღიარებული იქნას საერთაშორისოდ, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და შეცვალოს კურსი. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლი, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის, გადამწყვეტია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავისუფლად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი”, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერები არიან:
- ერიკ ნიკეს კროოსი, ესტონეთი, ALDE;
- მერიქსტელ ალკობე, ანდორა, ALDE;
- რეჟის ბერგონზი, მონაკო, ALDE;
- ლარისა ბილოზირი, უკრაინა, ALDE;
- ელენა ბონეტი, იტალია, ALDE;
- ლისე ქრისტოფერსენი, ნორვეგია, SOC;
- ბერნადეტა კომა, ანდორა, ALDE;
- ვალენტინა გრიპო, იტალია, ALDE;
- მორგენს იენსენი, დანია, SOC;
- ზანდა ლაინინა-ლუკასევიკა, ლატვია, EPP/CD;
- მიაპეტრა კუმპულა-ნატრი, ფინეთი, SOC;
- არმინას ლიდეკა, ლიტვა, ALDE;
- ოქტავიე მოდერტი, ლუქსემბურგი, EPP/CD;
- გიორგი პაპანდრეუ, საბერძნეთი, SOC;
- რისზარდ პეტრუ, პოლონეთი, ALDE;
- მარიანა პულიაკი, ხორვატია, ALDE;
- აზადე როიანი, შვედეთი, SOC;
- სერჰი სობოლიევი, უკრაინა, EPP/CD;
- კადრი ტალი, ესტონეთი, NR;
- ვიქტორია ტილბომი, შვედეთი, EC/DA;
- კიმ ვალენტინი, დანია, ALDE;
- ლესია ვასილენკო, უკრაინა, ALDE;
- სერგი ვლასენკო, უკრაინა, EPP/CD;
- მარკუს ვიეშელი, შვედეთი, EC/DA.