შსს: ქობულეთში მეზობლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დავაკავეთ

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1990 წელს დაბადებული გ.ფ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობელი – 1960 წელს დაბადებული თ.ქ. სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ გ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.