„საქართველოსთვის": „ოცნების" ზონდერაქტივი ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ

პუბლიკა

„საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას „ოცნების” ზონდერაქტივი ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ”, – ამ აღწერით პარტია „საქართველოსთვის” (გახარია) სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს.

ვიდეოში ჩანს, გახარიას პარტიის სიმბოლიკიანი მაისურებით ხალხი, რომელთაც სააგიტაციო მასალებს ართმევენ, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები ასევე ხევენ 25-ნომრიან პლაკატებს.

„ასე გამოიყურება „ოცნების” მოჩვენებითი „მშვიდი და სამართლიანი“ წინასაარჩევნო გარემო”, – წერია პარტიის პოსტში.