ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის €35 მილიარდის გადაცემას

პუბლიკა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის €35 მლრდ-ის საგანგებო სესხის სახით გადაცემას.

ინიციატივას მხარი 518-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა 56, ხოლო თავი +2-მა შეიკავა.

ეს სესხი არის ევროკავშირის წილი G7-ის პაკეტიდან, რომელიც გასული წლის ივნისში შეთანხმდა. უკრაინას ჯამში €45 მილიარდი უნდა გადაეცეს. ევროკავშირის კონტრიბუცია შესაძლოა დამტკიცებულზე -ნაკლები იყოს, გააჩნია, რა თანხებს გასცემენ G7-ის სხვა წევრები.

დახმარებას უკრაინა ახლადშექმნილი მექანიზმის ფარგლებში მიიღებს, ხოლო მათ გადახდას ევროკავშირის მიერ რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შეძლებს.

ამ მექანიზმით შექმნილი თანხები შეიძლება გამოყენებულ იქნას ხარჯების დასაფარად და სესხების გასასტუმრებლად, პარალელურად კი კიევს შეუძლია, გამოიყენოს მიკრო-ფინანსური დახმარების ფონდები.

თანხებს უკრაინა 2025 წლის ბოლოსთვის მიიღებს.

სესხი გარკვეულ პირობებთანაც არის დაკავშირებული – უკრაინა უნდა დარჩეს დემოკრატიული ღირებულებების და მემორანდუმში გაწერილი სხვა პოლიტიკური პუნქტების ერთგული, ასევე, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს.