პარტია “ფედერალისტები” ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებულ ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პარტიაში აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ატლანტიკურ საბჭოსთან დაკავშირებული HR კომპანიის მიმართ მიმდინარე გამოძიების საბაბით თავად საბჭოს თანამშრომელთა ოჯახებში შევარდნა და ჩხრეკის დაწყება.
“დღეს დილით ფინანსური პოლიცია ატლანტიკური საბჭოს მკვლევრების ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში შევიდა და ჩხრეკა დაიწყო – წაიღეს როგორც თავად ბუზიაშვილისა და გელავას, ასევე სოფო გელავას მეუღლის, ფედერალისტების ლიდერის, გიორგი ნონიაშვილის კომპიუტერი.
არჩევნებამდე 3 დღით ადრე რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მკვლევართა წინააღმდეგ მსგავსი ფორმით ჩატარებული ოპერაცია კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რა რეჟიმთან გვაქვს საქმე – რეჟიმთან, რომელიც ღიად უპირისპირდება საკუთარ საზოგადოებას და ჩვენს დასავალელ მოკავშირეებს.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ატლანტიკურ საბჭოსთან დაკავშირებული HR კომპანიის მიმართ მიმდინარე გამოძიების საბაბით თავად საბჭოს თანამშრომელთა ოჯახებში შევარდნა და ჩხრეკის დაწყება.
2 დღეში ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და დემოკრატიული გზით დავასრულოთ ეს ხელისუფლება“.- აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს, 24 ოქტომბერს თბილისში ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე ჩხრეკა ჩატარდა და/ან მიმდინარეობს.
ინფორმაცია თავდაპირველად რუსული დეზინფორმაციის მკვლევარ სოფო გელავას სახლიში ჩხრეკის შესახებ გავრცელდა. გელავა „ატლანტიკური საბჭოს” თანამშრომელია. წაიღეს მისი, მისი ქმრის, პარტია „ფედერალისტების” პოლიტსაბჭოს წევრ გიორგი ნონიაშვილის და შვილის ლეპტოპები და ტელეფონები.
ჩხრეკა ჩატარდა „ატლანტიკური საბჭოს” კიდევ ერთი თანამშრომლის, დეზინფორმაციის მკვლვრის, ეთო ბუზიაშვილის სახლშიც.
ბუზიაშვილის თქმით, მას თავდაპირველად უთხრეს, რომ გაზის კომპანიიდან იყვნენ, ვინაიდან „გაჟონვის პრობლემა იყო”.
ელექტრონული ტექნიკა მისი სახლიდანაც წაიღეს.
ბუზიაშვილის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება 3 მუხლით: სსკ-ის 180-ე, 218-ე და 194-ე მუხლები – თაღლითობა, გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება.
გარდა ამისა, ჩხრეკაა ვაკეშიც – საბროკერო კომპანია Concentrix-ის ოფისში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ.
„ფესბუქზე” მოქალაქე ონისე ცხადაძემ დაწერა, რომ გაჩხრიკეს და მისი და მისი ძმის საცხოვრებელი – სანდრო ცხადაძე Concentrix-ს ში მუშაობს. უცნობია, რა კავშირია მკვლევრების ჩხრეკასა და Concentrix-ს შორის.
ასევე, ჩხრეკაა ქუთაისში, მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლში. მისი თქმით, გამოძიებამ მასთან ქოლცენტრები ახსენა. თუმცა, თავად ტყეშელაშვილმა თქვა, რომ ქოლცენტრებთან კავშირი არასდროს ჰქონია, ხოლო რეალური საფუძელი არის ის, რომ მისი ოჯახი არ არის მმართველი პარტიის მხარდამჭერი, მიზანი კი – დაშინება.