„ტვ პირველი“: ქვედა ხოდაშენში, მე-16 საარჩევნო უბანზე ჩვენს გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, დამვრეულია აპარატურა

პუბლიკა

ტვ პირველი“ ინფორმაციას ავრცელებს, რომ თელავის მუნიციპალიტეტში, ქვედა ხოდაშენში, მე-16 საარჩევნო უბანზე ყოფნისას მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, დამტვრეულია ტელეკომპანიის აპარატურა.

როგორც პირდაპირი ჩართვისას ჟურნალისტმა განაცხადა, უბანზე გადამღები ჯგუფი მივიდა, რადგან ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ადგილზე მობილიზებული იყვნენ მოქალაქეები სიებით, რომლებიც ინიშნავდნენ, ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინ არა, ვის დაუჭირეს მხარი.

მას შემდეგ რაც „ტვ პირველის“ ჯგუფმა სიების გადაღება დაიწყო, მოქალაქეები გაღიზიანდნენ, დაამტვრიეს აპარატურა და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„გადავიღეთ სპეციალური სიები, როგორ არიგებდნენ ფულს და ამან გამოიწვია გაღიზიანება… ჩვენ დავუკავშირდით შსს-ს, ადგილზე მოსულია პოლიცია და სიტუაციაში ერკვევიან“, – ჰყვება „ტვ„ პირველის“ ჟურნალისტი.

დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში მე-11 მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება.

ცესკოს მონაცემებით, 12:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხმა 776 726 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო რაოდენობის 22.22%-ია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19.41% იყო.