„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, მიიღოს გადამწყვეტი ზომები. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მისივე წინასწარი მონაცემებით აგებს არჩევნებს და ისღა დარჩენია, ძალადობით რამენაირად შეაჩერონ საქართველოს მოქალაქეების ნაკადი.
„ახლა რაც შეეხება კონკრეტულად საარჩევნო უბნებთან გამოკვეთილ ტენდენციებს, პირველი ეს არის პოლიციის უმოქმედობა. მივმართავ შს მინისტრს, გომელაურს, თუ მას მუნდირის ღირსება შერჩენია, მან უნდა მიიღოს გადამწყვეტი ზომები ამ კრიმინალური ჯგუფების წინააღმდეგ. თბილისში და რეგიონებში ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე, ეს არ არის თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები, ეს არ არის სამართლიანი საარჩევნო გარემო და პოლიციას, შს მინისტრს აქვს პასუხისმგებლობა, რომ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ვხედავთ თუნდაც ისნის უბანზე მომხდარ შემთხვევას, როდესაც ბოდიში და „ებლატავებიან“ პარლამენტის წევრს, ლევან ხაბეიშვილს, რომელიც მოუწოდებს პოლიციას კანონი დაიცვას და პოლიცია როგორ ებოდიშებიან და აცილებენ ნიღბიან პირებს. ეს არის პოლიციის სავალალო სახე და პასუხისმგებლობა ეკისრება შს მინისტრს გომელაურს. გამოვიდეს და კონკრეტული ბრძანებები გასცეს ამ ადამიანების დასაკავებლად. ჩვენ ვნახეთ გლდანში მომხდარი ძალადობა, სადაც ორგანიზებული ჯგუფები ტურებივით ესხმიან თავს ახალგაზრდა დამკვირვებლის და მათზე ძალადობენ, მათი ვინაობა იდენტიფიცირებულია და გლდანის პოლიცია ვალდებულია, დაუყოვნებლივ დააკავოს ეს ადამიანები ხულიგნობის, საარჩევნო პროცესის ხელის შეშლის, და უამრავი სხვა სისხლის სამართლის მუხლით ვალდებულები არიან ისინი შესაბამისი რეაგირება მოახდინონ“, – ამბობს ბეჟაშვილი.
ბეჟაშვილი ამბობს, რომ პრაქტიკულად 112 დღეს საქართველოში არ მუშაობს.