20:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით აქტივობა 58.94%-ია | ცესკო

პუბლიკა

ცესკოს მონაცემებით, 20:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხმა 2 060 412 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო რაოდენობის 58.94%-ია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 56.11% იყო.


დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში მე-11 მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება.

წელს პირველად არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. ასევე, პირველად ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს.

საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა 20:00 საათამდეა შესაძლებელი.