PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი: დაკვირვების დროს შევამჩნიეთ შემთხვევები, როცა ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა, ორმაგად ხმის მიცემა

პუბლიკა

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ შეაჯამა საქართველოში გამართული არჩევნები. პრესკონფერენციაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იულიან ბულაიმ დამკვირვებლების მიერ საარჩევნო უბნებზე ნანახ დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, დაფიქსირდა ამომრჩევლების მოსყიდვისა და ორმაგად ხმის მიცემის შემთხვევები, ერთ-ერთი დამკვირვებლის მანქანას კი ვანდალურად დაესხნენ თავს

გთავაზობთ სინქრონულ თარგმანს:

„მე გავამახვილებ ყურადღებას იმ საკითხებზე, რომლებზეც საუბრობდნენ ჩვენი კოლეგები და გამოვხატავთ შეშფოთებას საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. არჩევნების ხარისხი ასახავდა იმ ტენდენციას, რომელიც შესამჩნევი იყო წინასაარჩევნო გარემოშიც და პერიოდშიც; მასში შედიოდა შეკითხვები სახელმწიფო ინსტიტუციების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, შემაშფოთებელი იყო სიძულვილის ენა სამოქალაქო საზოგადოების, ასევე განსხვავებული შეხედულებების მიმართ. ეს ასევე უკავშირდება „უცხოური ზეგავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას, რამაც ასევე განხეთქილება შემოიტანა.

დაკვირვების დროს შევამჩნიეთ შემთხვევები, როდესაც ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა და ორმაგად ხმის მიცემა, კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროსაც, განსაკუთრებით სოფლად. ჩვენი გამოცდილებით დავაკვირდით ორ სამყაროს, ანუ არსებობდა ორი სამყარო ერთი  საარჩევნო უბანზე, სადაც შიგნით ხმის მიცემის პროცესი  კარგად იყო ადმინისტრირებული, ხოლო მეორე საარჩევნო უბნების გარეთ.

მმართველი პარტიის კამერების არსებობა საარჩევნო უბნების წინ და ასევე ამომრჩევლების აღრიცხვა ქმნიდა ზეწოლის გარემოს და ასევე პარტიის მიერ ორგანიზებული დაშინება იწვევდა შეგრძნებას, რომ „დიდი ძმა“ გვიყურებს. ეს არის ის, რასაც ხედავდა ჩვენი ერთ-ერთი დამკვირვებელი. ამასთანავე არათანაბარი პირობები და ნაკლოვანებები პროცესის დროს, შესაბამისად, ძირს უთხრის შედეგების დამაჯერებლობას და მის სამართლიანობას, ანუ შედეგებსა და დამაჯერებლობას, ასევე სამართლიანობას.  უნდა აღინიშნოს ვანდალური თავდასხმა ერთ-ერთი დამკვირვებლის მანქანაზე მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკვირდებოდით სოფელში საარჩევნო პროცესს. ამ საკითხებს ყურადღება უნდა მიაქციოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რადგან ეს დაკავშირებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მონიტორინგის, ანუ დაკვირვების პროცესის წარმართვასთან“, – თქვა იულიან ბულაიმ. 


მისივე თქმით, უფრო ვრცელ ანგარიშსა და რეკომენდაციებს სტრასბურგში წარადგენს, შემდეგ სხდომაზე.