კანადა შეშფოთებულია ამომრჩევლების დაშინების, ხმების ყიდვის და არჩევნების დღის დარღვევების გავრცელებული ფაქტებით

პუბლიკა

კანადა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება.

„როგორც მეგობარმა, პარტნიორმა და საქართველოს ხანგრძლივმა მხარდამჭერმა, გავეცანით ცესკოს მონაცემებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

კანადა შეშფოთებულია ამომრჩევლების დაშინების, ხმების ყიდვის და არჩევნების დღის დარღვევების გავრცელებული ფაქტებით, რომელთა შესახებ ეუთო/ოდირის დამკვირვებლებმა ისაუბრეს.

ეს უნდა იქნეს გამოძიებული და აღმოფხვრილი. კანადას სჯერა, რომ თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია.

G7-ისა და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, და ამ არჩევნების ჩატარებისა და შედეგების გათვალისწინებით, კანადა გადააფასებს ურთიერთობას საქართველოს ლიდერშიპთან.

კანადა ღია რჩება საქართველოსთან კოოპერაციისთვის, მანამ, სანამ საქართველოს ხელმძღვანელობა პატივ სცემს დემოკრატიას, ადამიანთა უფლებებს, კანონის უზენაესობას და განიხილავს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლას.

მოვუწოდებთ ყველა პარტიას სიმშვიდისკენ, და ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანთა უფლებებს და უსაფრთხოებას მშვიდობიან პროტესტზე.

ჩვენ ვაფასებთ ქართველებს საარჩევნო პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის, მათ შორის, როგორც ამომრჩევლებს, უბნის თანამშრომლებსა და მოქალაქე დამკვირვებლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.