„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) პრეზიდენტი, დენიელ ტვინინგი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორის, როჯერ უიკერის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი ხარვეზიანი არჩევნები შეუძლებელს ხდის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებას.
„ძლიერი სიტყვები ძლიერი სენატორისგან. იმედია, საქართველოს ხელმძღვანელობა ხვდება, რა დევს სასწორზე – რადგან ქართველების 90%-ს ევროკავშირში გაწევრება სურს, რასაც ასეთი ხარვეზიანი არჩევნები შეუძლებელს ხდის“, – წერს IRI-ს პრეზიდენტი.
სენატორმა როჯერ უიკერმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა „ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი საარჩევნო პროცესის ნაცვლად ფარსი მიიღეს“.
მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიულ არჩევანს ძირი გამოეთხარა. ყოვლისმომცველი დარღვევები, მათ შორის დაშინება, ძალადობა, ხმების მოსყიდვა და შედეგები მკვეთრად განსხვავდებოდა დამოუკიდებელი ეგზიტპოლების შედეგებისგან, ისევე, როგორც წინა არჩევნების ტენდენციებისგან.