ირანის პრეზიდენტი კობახიძეს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს

პუბლიკა

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს არჩევნების წარმატებულ ჩატარებას და პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს. ინფორმაციას საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს.

„მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება.

იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი.

უფალს შევთხოვ თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობას და წარმატებებს და მეგობარი ქართველი ხალხის წარმატებებს“,- აღნიშნულია მილოცვაში.

„ქართულ ოცნებას” არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს: უნგრეთმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, ჩინეთმა, თურქეთმა, ვენესუელამ და ირანმა.