რას ჰყვებიან დამკვირვებლები მარნეულიდან და გარდაბნიდან

ნათია ამირანაშვილი
პასპორტში ჩაკრული სხვისი პირადი ნომრები, ე.წ. გამწვანებული რეგისტრატორები, ამომრჩეველთა ორგანიზებული მიყვანა საარჩევნო უბნებზე რუსულნომრიანი მანქანებით, საარჩევნო უბნებთან გადაცემული პირადობები, - ნახეთ, რას ჰყვებიან დამკვირვებლები მარნეულიდან და გარდაბნიდან: ,,დავუკვირდი, რომ პასპორტით ვინც მოდიოდა, რეგისტრატორს ისე შეყავდა ნომრები [ვერიფიკაციის აპარატში], რომ ზედ პასპორტს არ უყურებდა, კარგად რომ დავუკვირდი, აღმოჩნდა, რომ მარჯვენა ყურთან გაკეთებული ჰქონდა მიკროფონი და იქიდან კარნახობდნენ პირად ნომრებს”, - იხსენებს დამკვირვებელი მახარე პატაშური მარნეულიდან.