პოლონეთის პარლამენტის წევრმა, მიხალ კამინსკიმ ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა:
„მე აქ ვიდექი, როცა ეს ქალაქი რუსული საფრთხის ქვეშ იყო. დღეს ისევ აქ ვარ, რადგან თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშაა — საფრთხე ემუქრება რუსული პროპაგანდისა და რუსული ტიპის პოლიტიკის გამო.
ისტორიაში მხოლოდ 2 გზა არსებობს – შეგვიძლია, წავიდეთ ევროპისკენ ან ჩავვარდეთ რუსეთის ხელებში. სხვა გზა არ არსებობს.
ჩვენ აქ ვართ ჩვენი თანაგრძნობის გამო, თუ არა საქართველოს მიმართ სიყვარულის გამო. ჩვენ აქ ვართ ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების, თუ არა მისი სიყვარულის გამო“, – თქვა პოლონეთის პარლამენტის წევრმა, მიხალ კამინსკიმ ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.