ცესკომ არჩევნების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა

პუბლიკა

ცესკომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა.

ცესკოს მიერ გამოცხადებული საბოლოო შედეგებით, „ქართულ ოცნებას” 89 მანდატი აქვს, ხოლო ბარიერგადალახულ ოპოზიციას ჯამში – 61.

  • კოალიცია „ცვლილებისთვის” – 11,03% (229 161 ხმა) მანდატი 19;
  • „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” – 10,17% (211 216 ხმა); მანდატი 16;
  • „ძლიერი საქართველო” – 8,81% (182 922 ხმა); მანდატი 14;
  • „გახარია საქართველოსთვის” – 7,78% (161 521 ხმა) მანდატი 12;
  • „ქართული ოცნება” – 53,93% (1 120 053 ხმა) მანდატი 89.

„არანაირი ბმა ბიულეტენსა და ამომრჩეველს შორის არ არსებობს და ფაქტობრივად, არც პრინციპის დონეზე ფარულობა და არც ისე ინდივიდის არჩევანის ფარულობა არ დარღვეულა”, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

დღეს სხდომის დაწყებიდან მალევე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს სახეზე შავი საღებავი შეასხეს.

სიტყვას ცესკოს წევრი ენმ-დან, დავით კირთაძე ამბობდა. მან კალანდარიშვილს მიმართა, „თქვენ თავმჯდომარესაც ვერ გიწოდებთ, თქვენ ხართ „ტოჩკა.რუ”.