თიანეთში, სოფელ ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა

პუბლიკა

თიანეთში, სოფელ ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაშავებული ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა.

კაცი უკვე დაკავებულია.