ხაზარაძე „სახალხო პარლამენტის" ინიციატივით გამოდის და ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს

პუბლიკა

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „სახალხო პარლამენტის“ ინიციატივით გამოდის და ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს.

„ახალი არჩევნების მისაღწევად საჭიროა:

  1. ქუჩაში პერმანენტული საპროტესტო აქციების გაგრძელება სხვადასხვა ფორმით, გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციებზე, თბილისსა და მთელ საქართველოში;

  2. პარლამენტის დელეგიტიმაცია, რაც გამოიხატება არჩეული ოპოზიციური დეპუტატების მიერ ინდივიდუალურად მანდატების ჩაბარების შესახებ განცხადებებით მიმართვაში. ასევე, 4 ოპოზიციური პარტიის მიერ საარჩევნო სიების ჩახსნა;

  3. ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ „სახალხო პარლამენტის“ ფორმირება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევა „სახალხო პარლამენტის“ საპატიო თავმჯდომარედ, რეალური, ეროვნული პოლიტიკური ცენტრის შექმნა,

  4. „სახალხო პარლამენტის“ სამოქმედო გეგმის შემუშავება;

  5. „სახალხო პარლამენტის“ დელეგაციის გაგზავნა ჩვენს დასავლელ მეგობრებთან და მათი მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერება“, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.