გერმანიის საგარეო: EU-ის ურთიერთობა საქართველოსთან უნდა გადაფასდეს

პუბლიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობა და მხარდამჭერი ზომები საქართველოსთან.

„რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით, როგორ აქცევს ზურგს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ღირებულებებს და ნორმებს. არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს 26 ოქტომბრის არჩევნებში დარღვევები.

ჩვენ მოვუწოდებთ, სრულად და გამჭვირვალედ იქნეს გამოძიებული ყველა საჩივარი და ბრალდება. ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან ასევე უნდა გადაფასდეს, მათ შორის ევროკავშირის მხარდამჭერი ზომები საქართველოსთვის, გაწვრების კონტექსტში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბრიუსელში მიმდინარეობს საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა. საბჭო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შედგება.

„რადიო თავისუფლების” ევროპის სერისის რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვეტილება მიიღეს, საქართველოში „ტექნიკური მისია” გამოგზავნონ, რომლის შემადგენლობაშიც EEAS-ის [ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური] და ევროკომისიის წევრები შევლენ.