მას შემდეგ, რაც საპოლიციო ძალებმა ჭავჭავაძის გამზირზე აქციის ტერიტორია ძალის გამოყენებით დაიკავეს, მოქალაქეების ნაწილი მელიქიშვილის გამზირზე რჩება.
პოლიციამ ადგილზე შეკრებილებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა და რამდენიმე წუთში მათი მიმართულებით დაიძრა – ისინი ადგილზე მყოფ მოქალაქეებს რამდენჯერმე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სავარაუდოდ, გაუშვეს წიწაკის სპრეიც. აქციის რამდენიმე მონაწილე სასწრაფოს დახმარებას ითხოვდა.
პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინფორმაციას მიღებისთანავე მოგვაწვდიან.
როგორც ოპოზიციის ლიდერები აღნიშნავენ, პროტესტი არ ჩერდება და ამ ეტაპზე ის გადაიზრდება „მობილურ პროტესტში”.