ზურაბიშვილი მოსამართლეებს: დაფიქრდით, არ გინდათ, ქვეყნის სიყვარული დაიმსახუროთ?

პუბლიკა

„მინდა მივმართო მათ, დაფიქრდით, არ გინდათ ქვეყნის სიყვარული დაიმსახუროთ?” – განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარ არხთან” ინტერვიუში და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა.

„საკმარისია, იმ სამ მოსამართლეს, რომელიც ჩემი იმპიჩმენტის დროს დადო განსხვავებული მოსაზრება, დაემატოს სამი ადამიანი, და ამ ქვეყნის სტაბილურობას და ევროპულ მომავალს გადაარჩენენ. მე მინდა, რომ მივმართო მათ, დაფიქრდით, 1 წელი თუ 2 წელი, თუ რაც დაგრჩათ, ღირს იმისთვის, რომ ისტორიაში შეხვიდეთ, როგორც ამ ქვეყნის მოღალატე? თუ შეხვიდეთ როგორც ნამდვილი გმირები?”, – განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარ არხთან” ინტერვიუში.

20 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც პრეზიდენტი დავობს ხმის ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევაზე და ამ საფუძვლით საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს.