Facebook მომხმარებელს „იმედის" და „პოსტივის" ფეიჯების შესახებ აფრთხილებს

პუბლიკა

სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანიების Facebook გვერდების გამოწერისას, „Meta” ( Facebook, Instagram, WhatsApp – ის მფლობელი კომპანია) მომხმარებელს აფრთხილებს.

„ამ გვერდმა არაერთხელ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია.

ამ გვერდმა გააზიარა პოსტები, რომლებიც არღვევს ჩვენს სტანდარტებს”.

– ვკითხულობთ პროპაგანდისტი მაუწყებლების გვერდების გამოწერისას.

როდესაც „Meta” Facebook გვერდის შესახებ წერს, რომ მათ არაერთხელ გააზიარეს ყალბი ინფორმაცია ან პოსტები, რომლებიც არღვევს საზოგადოების სტანდარტებს, ამის შედეგი შესაძლოა იყოს შემდეგი:

  • შინაარსის ნაკლები გავრცელება: ასეთი გვერდების პოსტები შეიძლება ნაკლებად ჩანდეს მომხმარებელთა სიახლეების ზოლში (News Feed), რაც ამცირებს მათ მიღწევადობას და გავლენას.
  • რეკლამის  შეზღუდვა: Facebook-ს შეუძლია გვერდის შესაძლებლობები შეზღუდოს, მაგალითად, აუკრძალოს რეკლამების განთავსება ან გვერდის სპონსორირება.
  • დამახასიათებელი ნიშნის მინიჭება: გვერდზე შეიძლება გამოჩნდეს გაფრთხილება, რომ იგი ხშირად ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, რაც გავლენას ახდენს გვერდის რეპუტაციასა და სანდოობაზე.
  • დროებითი შეზღუდვები: Facebook-ს შეუძლია დროებით დაბლოკოს გვერდის ფუნქციები, როგორიცაა პოსტების გამოქვეყნება ან მომხმარებლებთან კომუნიკაცია.
  • გაუქმება ან წაშლა: თუ გვერდი სისტემატურად არღვევს Facebook-ის სტანდარტებს, შესაძლოა ის საერთოდ წაშალონ პლატფორმიდან.

სოციალური მედიის გიგანტი ამ პროცესში თანამშრომლობს ფაქტების შემმოწმებელ ორგანიზაციებთან (fact-checkers), რომლებიც ადგენენ, არის თუ არა ინფორმაცია ყალბი ან შეცდომაში შემყვანი.