კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა - ჯამში 117

მინდია გაბაძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 117-მდე გაიზარდა, – მონაცემები ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

მათ შორის გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში 5 783 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301;