„ძლიერი საქართველოს“ წევრებმა მანდატების დატოვების შესახებ „ქართული ოცნების” პარლამენტში განცხადებები შეიტანეს. განცხადებებში მიმართვა დაწერილი იყო შალვა პაპუაშვილის სახელზე შემდეგი ტექსტით – „თვითმარქვია პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარეს”.
„ეს არის მიტაცებული ხალხის ხმა, საქართველოში გაიმარჯვა ოპოზიციამ, ეს არის ფაქტი. ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა სპეცოპერაცია, ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ ის მანდატი, რომელიც ჩვენ ხალხმა მოგვანიჭა, დავსხდეთ იმ პარლამენტში, სადაც არიან ჩვენი ქვეყნის მომავლის წამრთმევები. ამიტომ, ძალიან მკაფიოა ჩვენი პოზიცია, ჩავხსენით სიები, დღეს გაყალბებული 14 – იმიტომ, რომ გაცილებით მეტი მანდატი ეკუთვნოდა, რომ არ გაყალბებულიყო – ვწერთ განცხადებას”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
26 ნოემბერს საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს.