პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის შედეგადაც TV პირველის ოპერატორი დაშავდა. TV პირველში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია პასუხისმგებლობას შს მინისტრს აკისრებს.
საპოლიციო ძალები პერიოდულად ფიზიკურად უპირისპირდებიან მონაწილეებს – ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავებმა რამდენიმე მოქალაქე, სავარაუდოდ, დააკავეს, თუმცა თავდაპირველად მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს – ამ განცხადების შემდეგ, მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ. ამ წუთებში, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია და მობილიზებულია პოლიცია.