საკონსტიტუციოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას სახლთან ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას სახლთან ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება.

„ბათუმელების“ ცნობით, აქციის მონაწილეებმა ასე გააპროტესტეს საკონსტიტუციო სასამართლოს უმოქმედობა პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც პრეზიდენტი არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

„ბათუმელების“ ცნობით, დღეს, 30 ნოემბერს, საპროტესტო აქცია აჭარის ტელევიზიასთან დაიწყო. აქცია მოქალაქეებმა, გუშინ, 29 დეკემბერს მას შემდეგ დაგეგმეს, როცა მათი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად ტელევიზიამ პირდაპირი ეთერის დათმობაზე უარი უთხრა აქციის მონაწილეებს.

დღეს ტელევიზიის წინ შეიკრიბნენ, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ბათუმში მესამე დღეა მიმდინარეობს ანტირუსული საპროტესტო აქცია. გუშინ ბათუმში პირველად გამოიყვანეს სპეცრაზმი, რომელმაც აქციის 8 მონაწილე დააკავა. ორი მათგანი – ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანი, გუშინვე გაათავისუფლეს.