პროტესტი უნდა დარჩეს თვითორგანიზებული, არ სჭირდება პარტიების ჩარევა, არც ჩემი - ზურაბიშვილი

პუბლიკა

„ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს ისეთი, როგორიც არის, თავისი სპონტანურობით და თავისუფლებით, და თვითორგანიზებით. არ სჭირდება არანაირი პოლიტიკური პარტიების ჩარევა, არც ჩემი ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მხარდაჭერა რაში უნდა გამოიხატებოდეს? – ზურაბიშვილმა რამდენიმე ასპესქტზე გაამახვილა ყურადღება:

„ეს არის პირველ რიგში საზოგადოების და ორგანიზაციებისა და იურისტების, პირდაპირი მნიშვნელობით სამართლებრივი დაცვა, იმ ადამიანების რომლებიც დაჭერილები არიან, მათი არ დავიწყება, ეს არის საზოგადოებრივ -მორალური ვალდებულება, და ასევე ჩემი ვალდებულება.

ჩვენ მივმართეთ ასევე ყველა უწყებას, რომ დაცული იყოს, ვინც დაშავდა; და ასევე ჩემი პირდაპირი ვალდებულებაა საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ძალადობის წინააღმდეგ მათი ხმაც ისმოდეს.

მათი დაცვა ასევე იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება ძალიან მალე საჭირო იყოს, რამე ფონდის შექმნა, დღესდღეობით ჯერ კიდევ არის იმის შესაძლებლობა, სხვადასხვა რესურსები იმისთვის, რომ ჯარიმები იყოს დაფარული, მაგრამ შეიძლება დადგეს მომენტი, რომ უფრო დიდი საზოგადოებრივი ძალისხმევა იყოს საჭირო, რომ რომ ფონდი შეიქმნას და ამ ადამიანებს დავეხმაროთ.

დახმარება კიდევ იმაში გამოიხატება, რომ დავიცვათ ისინი პროვოკაციებისგან…”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.