აქციაზე დაკავებული და ნაცემი ახალგაზრდა სასამართლოზე შეუძლოდ გახდა - „უფლებები საქართველო“

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ ცნობით, ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოდან სასწრაფო დახმარების მანქანას ღუდუშაურის კლინიკაში გადაჰყავს აქციაზე დაკავებული და ნაცემი ა.ტ.

უფლებადამცველების თქმით, დაკავებულმა არაერთხელ განაცხადა, რომ თავი სტკიოდა, თუმცა იზოლატორის თანამშრომლები გულგრილად მოეკიდნენ მის ჩივილებს და არ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ა.ტ.-ს სასამართლო პროცესი 2 დეკემბრის 00:30 წუთამდე მიმდინარეობდა და სასამართლომ არასამუშაო საათებისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, სხდომა არ გადადო, სანამ ა.ტ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდა.

„ა.ტ. 30 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლისას დააკავეს და ნაცემი გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.