კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციებს კანადაც დაუწესებს.
„კანადა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს. შეშფოთებულნი ვართ იმით, რასაც რუსეთი ცდილობს საქართველოში. დავასანქცირებთ მთავარ პირებსა და ბიზნესებს, ვინც ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაში. ამ თემაზე ჩემგან ამ დღეებში უფრო მეტს მოისმენთ“, – განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ ბალტიისფირეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან საერთო პრესკონფერენციაზე შეკითხვის საპასუხოდ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ვერ უწოდებენ სამართლიანს.
„ვფიქრობ, იმ არჩევნებს, რომელიც საქართველოში ჩატარდა, სამართლიანს ვერ ვუწოდებთ და ყველაფერს იმას, რასაც ჩვენ დემოკრატიულ ქვეყნებში მიჩვეული ვართ. ასევე, რასაც ახლა ქუჩებში ვხედავთ, დემონსტრანტებისა და მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ეს არ არის ის რისი ნახვაც ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას გვსურს. ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტა არ გაჰყვეს ქართველი ხალხის ნებას და ევროკავშირს ზურგი აქციოს. ეს ასევე საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ასე რომ, უფრო ღრმა საკითხია“, – განაცხადა ცაჰკნამ.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტი ბაიბა ბრაჟე აცხადებს, რომ ისინი წუხან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, მიუხედავად ევროკავშირის გამუდმებული განმეორებისა, რომ გაერთიანების კარი ღიაა და ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, როგორ განახორციელებს რეფორმებს და მიჰყვება გზას, რომელიც ქართველ ხალხს სურს.
ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, პროტესტის ჩახშობა და ასობით ადამიანის დაკავებას მოჰყვება მათი რეაგირება.
ბალტიისპირეთის მიერ სანქცირებულ პირებს შორის არიან:
- ბიძინა ივანიშვილი;
- ვახტანგ გომელაური – შს მინისტრი.
- შალვა ბედოიძე – შს მინისტრის მოადგილე;
- იოსებ ჭელიძე – შს მინისტრის მოადგილე;
- ალექსანდრე დარახველიძე – შს მინისტრის მოადგილე;
- იოსებ ბუთხუზი – შს მინისტრის მოადგილე;
- ზვიად ხარაზიშვილი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
- მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- მირზა კეზევაძე – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- ვაჟა სირაძე – საპატრულო პოლიციის უფროსი;
- თეიმურაზ კუპატაძე – კრიმინალური პოლიციის უფროსი;